განჩინება შპს „ღვინის ქარხანა ახაშენი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლი ს 1 9 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის ” (ს/ნ 208168098) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის ” გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებული საკითხის გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის ” (ს/ნ 208168098) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2012 წლის პირველი აგვისტო , 12 (თორმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო , მდებარე მისამართზე : ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი , №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის ” გაკოტრების მმართველს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2012 წლის 25 ივლისისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე