შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5430-06
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5430-06

330230904021682

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 08 იანვარი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი/მოვალე – შპს „ღვინის ქარხანა ახაშენი“

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/5430-16 - შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 28 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით: 

• კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3.  განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                      თამარ  ბურჯანაძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 08.01.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/5430-06.
სად არის „შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/5430-06, 08.01.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4459355/