შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6876-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/6876-11

330230911017444

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „თბილაერო“

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი –
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თბილაეროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და, გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/6876-11 – შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 1 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:

კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                            თამარ ბურჯანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 12.04.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/6876-11.
სად არის „შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/6876-11, 12.04.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4538666/