განჩინება შპს „ოქროს საწმისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/496-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის  18 ივლისი             

ქ. ზესტაფონი

  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს ,,ოქროს საწმისის’’ გაკოტრების საქმე.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მ ი მართეს მოქალაქეებმა და ითხოვეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორებად აღიარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შ.პ.ს. ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

1. მოწვეული იქნეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 27 ივლისს 13 :00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) კრედიტორად აღიარება.

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.zestafoni. court. gov. ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე :                   შ . ნიკურაძე