საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.07.2012 ძალადაკარგული 09.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№286
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.016959
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანი სა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მუხლი 1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანი სა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-40 მუხლების შესაბამისად:

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 30-ე პუნქტითა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, კვოტის ზემოთ განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) გაიცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ დადგენილებით დამტკიცებული თანდართული ფორმით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 29-ე, 30-ე და 31-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის უფლებამოსილება განესაზღვროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, ს აქართველოს ტერიტორიიდან ს აერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის№ 1-1/2679 ბრძანები ს დანართებით დადგენილი შესაბამისი ფორმ ებ ით.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასური განისაზღვროს 70 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.

 5. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით შესაბამისი ნებართვისთვის დადგენილი ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.

6.    დამტკიცდეს  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (კვოტის ზემოთ) სანებართვო მოწმობის თანდართული ფორმა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ი . მერაბიშვილი

 

 

 

 

საქართველოსა და              შორის უკუმიმართულებით გზობის უფლებით,

დატვირთვის უფლების გარეშე

Authorized back journey,

Between Georgia and            no loading to back direction

გადამზიდველის სახელწოდება და მისამართი

Nameandaddressof carrier

სახელმწიფო სანომრე ნიშანი

State register plates

ავტომობილი/საწევარი Motorvehicle/Tractor

მისაბმელი/ნახევარმისაბმელი Trailer/Semi-trailer

ტვირთის დასახელება Nature of goods

ტვირთის წონა Weight ofgoods

კვოტირებული ოდენობის ზემოთ Overquotaamount


საერთო მითითებები

 

ნებართვა თანუნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას , ქმედითია მხოლოდ მასში აღნიშნული გადამზიდველის და რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შესრულებისას ქვეყნის შიდა და საქართველოდან გადაზიდვის უფლების გარეშე . ნებართვა წარედგინება უფლებამოსილ მაკონტროლებელ პირს მოთხოვნისთანავე . ნებართვის გადაცემა გამოსაყენებლად სხვა პირისათვის დაუშვებელია.

General condition

This authorization must be carried on the vehicle and be produced at the request ofany authorized inspecting officer. It authorizes only for international carriage of goods. It is not valid for national transport and from territory of Georgia. It is not transferable.

 

 

 

 

 

გაცემის თარიღი Date of issue

 

 

 

 

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

Signature of the authority

 

 

 

ბეჭედი

stamp