„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№294
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29 4

2012 წლის 2 6 ივლისი

ქ. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებ აში (სსმ,01.08.2006წ ელი, მუხ ლი 1375) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნულ ი შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);

გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) ამ მუხლის 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ი . მერაბიშვილი