„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №307
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში (სსმ, 2006წ ., მუხ. 1375 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების , რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის , შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების ოდენობის , სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების , ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების , აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-11 მუხლში:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის141–146პუნქტები :
„141 . ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები :
ა ) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით;
ბ ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ , რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი , გავრცელდეს ამ წესის მე -7მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა;
გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე , ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა ), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით , „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის24აპრილის№126დადგენილებით დამტკიცებული„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“და„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის2006წლის22აგვისტოს№225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად;
დ ) ამ პუნქტის„ა“ ან „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში , საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე ), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად;
ე ) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის , კასპის , ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი , გვარი , პირადი ნომერი , დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი ) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით,არა უგვიანეს ყოველი თვის25რიცხვისა .
142 . ამ მუხლის141პუნქტის„ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება , გარდა :
ა ) ამ მუხლის141პუნქტის„გ“ და„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ).
143 . ამ მუხლის141პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს2012 წლის აგვისტოდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ ოჯახების მიმართ გავრცელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საარსებო შემწეობის ადმინისტრირების პირობები.
144 . 2012წლის1 სექტემბრიდან ამ მუხლის141პუნქტის„ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის141პუნქტის„ე“ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.
145. ამ მუხლის141პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწი ნე ბ ული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ -ერთი გასაცემელი.
146. ამ მუხლის141 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის , კასპის , ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა .“.
2. მე‑15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტითა და 141 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი