„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016639
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223015, 23/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №479

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში (სსმ, 2006წ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“მე-11მუხლის:

1.მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-7მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა2009წლის1იანვრიდან ოთხი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008წლის6აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ–სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.“.

2. მე‑12 და მე‑13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2011.
როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.016639.
რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №479, 21.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016639 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1535259/