„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016981
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში0 -5წლის (ჩათვლით ) ასაკის ბავშვების , 60წლის და ზემოთ ასაკის ქალების და65წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა ), სტუდენტების , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის  მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „ჯანმრთელობის დაზღვევის სა­ხელმწიფო პროგრამების ფარგლებში0 -5წლის (ჩათვლით ) ასაკის ბავშვე­ბის , 60წლის და ზემოთ ასაკის ქალების და65წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა ), სტუდენტების , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზ­ღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის2012წლის7მაისის№165დად­გენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012 , 290160000 .10 .003 .016838 ) შე­ტა­­ნილ იქნეს   შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„5. სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულე­ბით , ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის გან­ხორ­ციელების ვადები (დანარ­თი №5).“;

ბ)მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტ­როლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითა­რების სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყო­ველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომა­რეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოცია­ლური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განა­ხლებული მონაცემები მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკუ­რი პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირ­ველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლ­ქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღ­რიც­ხულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მი­ერ, შე­თანხმებული ფორმატით.“.

2 . დადგენილებით დამტკიცებული№1 დანართის (ჯანმრთელობის და­ზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გა­სატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. მოსარგებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი კარგავს უფ­ლებას, ისარგებლოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთე­ლო­ბის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, უარის თქმის მომდევნო თვი­დან ერ­თი კალენდარული წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მი­ზ­ნით, პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს. ამ შემთ­ხ­ვევაში პირი დაზღვევით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს განცხა­დე­ბით მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან, თუ პირი განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეთა კატეგორიას.“;

ბ) მე‑6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 . თითოეულ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო პრემიის ოდე­ნო­ბა განისაზღვრება ქ . თბილისში შესაბამის სამედიცინო რაიონში კონ­კურ­სის წესით გამარჯვებული მზღვეველის მიერ დაფიქსირებული ფასის მიხედვით . ამასთანავე , საქართველოს დანარჩენ სამედიცინო (სადაზღ­ვევო ) რაიონებში , მათ შორის , №5 დანართით განსაზღვრულ საინვეს­ტი­ციო რაიონებში , სადაზღვევო პრემიის დადგენის წესი განისაზღვრება  №2  და  №5 დანართებით.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული სტუ­დენტებისათვის, სააგენტოსათვის მონაცემების წარდგენის თვის მომდევ­ნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექ­ტემბრისა).“;

გ.ბ) მე-7 და მე-8  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) სტატუსის მოხსნა ავ­ტო­მა­ტურად გამოიწვევს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სადაზღ­ვევო პერიოდის შეწყვეტას. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში განხორ­ციელდება ახალი სადაზღვევო პერიოდის განსაზღვრა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა ჯამურად დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულ პერიოდზე მეტი. ამ პუნ­ქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა წარმოებს სსიპ – განათლე­ბის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სააგენტოში წარდ­გენილი სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.

8. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის ( შშმ ბავშვები) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმ­წი­ფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავშვები­სა­თვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სა­ხელმ­წიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავ­შვე­ბი­სათვის – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვი­დან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);

გ) იმ შშმ ბავშვებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრიც­ხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტა­ტუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თვის პირველი რი­ცხ­ვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა), სტატუსის დამა­დასტურებელ დოკუმენტში მითითებული ვადის შესაბამისად.“;

გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნ­ქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (მკვეთრად გამოხატული შშმპ) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელ­მწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთრად გა­მოხატული შშმ პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სა­ხელ­მ­წიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთ­რად გამოხატული შშმ პირებისათვის – აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბ­რი­სა);

გ) იმ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის, რომლებიც ამ სტა­ტუსით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგე­ნის თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემ­ბრისა), სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ვადის შესაბამისად.“;

დ) მე-8 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15 . №5 დანართით განსაზღვრული სადაზღვევო ორგანიზაცია ვალ­დებულია იმავე დანართით განსაზღვრულ სამედიცინო რაიონებში და ვადებში შექმნას სამედიცინო ცენტრი , არანაკლებ მითითებული საწოლ­ფონდისა, ქვეყანაში არსებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების და­ც­ვით . სამედიცინო ცენტრი დასრულებულად ჩაითვლება უწყებათა­შო­რი­სი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე . სადა­ზღ­ვევო ორგანიზაციის მიერ სამედიცინო ცენტრის დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პე­რიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად .“.

3 . დადგენილებით დამტკიცებული№2 დანართის (სახელმწიფო პრო­­­­გ­­რა­მების ფარგლებში სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონების მიხედ­ვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩა­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ ) სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებუ­ლე­ბით (დანართი№5 ), რომლის შესასრულებლად მზღვეველს სახელმწიფოს მხრიდან სიმბოლურ ფასად გადაეცემა რაიონში არსებული შესაბამისი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით) –სა­და­ზღვევო პრემია განისაზღვრება ამავე პუნქტის„ა“ქვეპუნქტის ანალო­გიურად;

გ) სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულე­ბით (დანართი№5 ), რომლის შესასრულებლად მზღვეველს სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობების გარეშე) გადაეცემა შესაბამი­სი აქტით განსაზღვრულ ფასად ან სიმბოლურ ფასად ან თუ მზღვეველს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით) სიმ­ბო­ლურ ფასად არ გადაეცემა–სადაზღვევო პრემია2013წლის31დეკემბ­რამდე განისაზღვრება ამავე პუნქტის„ა“ქვეპუნქტის ანალოგიურად , რა­საც დაემატება წლიურ სადაზღვევო პრემიაზე ფასნამატი12ლარის ოდე­ნო­ბით .“.

4 . დადგენილებით დამტკიცებული№4 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი)მე -5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით :

„5. დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სადაზღ­ვევო პერიოდის დაწყების წინა 2 თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით; ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოდან დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის პირველი რიც­ხვის მდგომარეობით.“.

5 . დადგენილებით დამტკიცებული დანართი№5ჩამოყალიბდეს თან­დართული რედაქციით .

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი№6ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს2012წლის 27 ივლისიდან .

პრემიერ -მინისტრი              ი . მერაბიშვილი

 

 

„დანართი  №5

სამედიცინო (სადაზღვევო ) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით , ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები

სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონი

ინვესტორი

მინიმალური საწოლფონდი

დასრულების

ვადა

1

ხარაგაული

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“

5

01.09.2013

2

ხარაგაული (ბორითი)

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“

5

31.12.2012

3

ახალციხე

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

50

01.12.2013

4

ნინოწმინდა

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

25

01.09.2013

5

ყაზბეგი (გუდაური)

სს სადაზღვევო კომპანია„ჯიპიაი ჰოლდინგი“

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი

01.09.2013

6

ლანჩხუთი

შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“

20

01.09.2013

7

ჩოხატაური

შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“

5

01.09.2013

8

დედოფლისწყარო

სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი

სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“

15

01.09.2013

9

ქარელი

შპს სადაზღვევო კომპანია„აისი ჯგუფი“

20

01.09.2013

10

ვანი

სს სადაზღვევო კომპანია„ჯიპიაი ჰოლდინგი“

5

01.09.2013

11

ასპინძა

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

5

01.09.2013

12

ლენტეხი

შპს სადაზღვევო კომპანია„აისი ჯგუფი“

5

01.09.2013

13

ახალქალაქი

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

35

01.09.2013.“.