რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2012
ძალაში შესვლა 01.08.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი
ნომერი №8-30
სარეგისტრაციო კოდი 210020010.36.101.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 46.35pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №8-30
2012
წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლისა და მე-12 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის,
„თავისუფალი
ვაჭრობისა
და
კონკურენციის
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
მე-3 მუხლის
„რ“ ქვეპუნქტისა და
„რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის №619 ბრძანებულების შესაბამისად,
ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს:
ა) ავტობუსებით (M3
კატეგორია; ნებადართული მაქსიმალური მასა – 5 ტონაზე მეტი; 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
დ) დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;
ე) საბაგირო
გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა
გადაყვანა.
2. მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3
კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის მინიმალური ტარიფი განისაზღვროს 0,2 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური – 0,5 ლარის ოდენობით.
3. საბაგირო
გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა
გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დადგინდეს 1,0 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3
კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;
ბ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
გ) დედაქალაქში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;
დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;
ვ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;
ზ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებს.
2. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3
კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებს;
ბ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:
ბ.ა) ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
ბ.ბ) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები;
ბ.ე) ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები, ქართული ფოლკლორის სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;
ბ.ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
ბ.ზ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპეციალიზებული დაწესებულებები (სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, დღის ცენტრები და სათემო ორგანიზაციები);
გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში;
დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს;
ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
ვ) საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს.
ზ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებულ უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს;
თ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებს;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს:
კ) შპს სასწავლო უნივერსიტეტის „რვალი“ სტუდენტებს.
3. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში
(მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3
კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში
“
რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
4. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საბაგირო
გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს – მგზავრობის ტარიფის 50%-ანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება.
მუხლი 3🔗
ქ. თბილისის მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3
კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემა იმ მომხმარებელთათვის, რომელთაც სურთ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათებით სარგებლობა, აგრეთვე უზრუნველყოს მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3
კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფების დამტკიცება.
მუხლი 4🔗
„სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან მოხდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით გამრიცხველიანებული და გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განსაზღვრული სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფების თანაგადახდა 50 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗
1. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ გადაწყვეტილების მე
-2 მუხლის მე
-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ
. სამადაშვილი