რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2012 ძალადაკარგული 14.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№619
სარეგისტრაციო კოდი
300390000.08.002.016578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №619

2012 წლის 23 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

 „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) მიწისზედა ელექტროტრან ს პორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

დ) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) ცალკეული საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანა.

3. ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებმა, ამ ბრძანებულებაში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის № 104 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

მ . სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.01.2015.
როდის იქნა მიღებული „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“?
„რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №619. სარეგისტრაციო კოდი — 300390000.08.002.016578.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.01.2015-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“, №619, 23.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 300390000.08.002.016578 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1706872/