„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2006 ძალადაკარგული 23.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 10/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №104

2006 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს:

ა) მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტითა და ავტობუსებით ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვა;

ბ) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობების რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2012.
როდის იქნა მიღებული „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”?
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” მიღებულია 08.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 300.390.000.08.002.003.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”-ში?
დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.07.2012-დან.
სად არის „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, №104, 08.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97240/