„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 52/ნ

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“  მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, მინისტრი გასცემს  თანხმობას სპეციალური საგან მანათლებლო საჭიროების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატისათვის (სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების, მკვეთრად გამოხატული ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირები)   ტესტირების პროცედურის  განსხვავებული წესით ჩატარების შესახებ.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ტესტირების პროცედურის განსხვავებულ წესს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე