„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016736
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №01/ნ

2014 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. პირები, რომლებიც 2013 წლის 5 ოქტომბრამდე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდნენ ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, უფლებამოსილნი არიან მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 2014 წლის პირველ თებერვლამდე მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამის პროგრამულ მიმართულებაზე ჩარიცხვის მიზნით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და ამ დებულების 29-ე-31-ე მუხლებით  დადგენილი პირობების გათვალისწინებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირის ჩარიცხვის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია რექტორის აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ 2013 წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე