აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

დადგენილება №1

2012 წლი ს 31 ივლისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

 მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“23. 05. 2006 წ., №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლ ი ს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსიის 71 პუნქტი:

„71. საარჩევნო პერიოდში უსკოს მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

2. პირველი მუხლ ი ს მე-8 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ქვეპუნქტი:

„ე) არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.“.

3. მე-3 მუხლ ი ს „დ“პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უსკოს კანონით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე.

უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ უსკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა);

გ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. მე-10 მუხლ ი ს „ბ“პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლ ი ს „დ“პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 პუნქტი:

„დ1) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან და გადასცემს უსკოს შესაბამის სამსახურს რეგისტრაციისა და შენახვისათვის.“.

7. მე-13 მუხლ ი ს „დ“პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-16 მუხლ ი ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა უსკოს თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.“.

9. მე-16 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა“.

10. მე-16 მუხლ ი ს მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უსკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს უსკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“.

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ა. მიქელაძე

კომისიის მდივანი            ქ. ჯიქია