სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“-ს აქციონერთა მორიგი კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” აქციონერთა მორიგ ი საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 23 აგვისტოს, დღის 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 1 აგვისტო.
დღის წესრიგი:
1. 2011 წლის სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა-დამტკიცება;
2. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
– ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” დირექტორი შ. ქორთუა