სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-823/ო
2012 წლის 28 მაისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, მე-7 პუნქტის „ა ” ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს. ,, ჯვარის საავადმყოფო ,,ენგურჰესზე” (მისამართი: წალენჯიხის რაიონი, დაბა ჯვარი) გაცემული ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ლიცენზია – სალიცენზიო მოწმობა № 002027 .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობის ა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ჯვარის საავადმყოფო ,,ენგურჰესის” დირექტორის განცხადება №7336 , 25. 05. 2012წ .
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე