„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №117

2012 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებ აში (სსმ,100020020.22.038.016018, 31.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი მუხლის „–„ი“ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) №1 დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 85/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1086 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ბ) №2 დაწესებულება /ქ.ქუთაისი, ხარებავას ქ. 85/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი –1840 ბრალდებული/მსჯავრდებული;

გ) №3 დაწესებულება /დაბა ხელვაჩაური ურეხის დასახლება/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი –557 ბრალდებული/მსჯავრდებული;

დ) №4 დაწესებულება /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 390 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ე) №5 დაწესებულება /გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/–ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1349 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ვ) №6 დაწესებულება /გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1601 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ზ) №7 დაწესებულება /ქ. თბილისი, გულუას ქ. №31/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი –108 ბრალდებული/მსჯავრდებული;

თ) №8 დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ/–პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 3672 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ი) №9 დაწესებულება – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება/ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11/– მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 1142 ბრალდებული/მსჯავრდებული;“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

ამ ბრძანების პირველი მუხლი ს „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში შეიქმნას პატიმრობის განყოფილებები, მათში ბრალდებულთა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით განთავსების მიზნით. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ და „თ” ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებულ დაწესებულებ ებ ში შეიქმნას არასრულწლოვანთა საპატიმრო განყოფილება, არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევებით განთავსების მიზნით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე