საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილებ ა №5
2012 წ ლის 7 აგვისტო
ქ. ბათუმი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ “ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 47-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომელთაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ ცესკოში, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის . ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) . მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე
კომისიის მდივანი ქ. ჯიქია
დანართი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია.
მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის უსკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:
1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;
2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;
3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა უსკოს უნდა წარმოუდგინოს, თუ:
ა) სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს) წარმომადგენელია – განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
საერთაშორისო დამკვირებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო ;
გ) თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია, 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, მას შეუძლია დამკვირვებლები წარმოადგინოს მხოლოდ უსკოში.
მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე საბუთების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში უსკო უფლებამოსილია:
ა) რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუ მისი საბუთები შეესაბამება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დასაბუთებული უარი უთხრას ორგანიზაციას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს უარის თქმიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
მუხლი 4. უსკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს უსკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მუხლი 5 . უსკოსა და ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა, უსკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უსკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული ანკეტები.
მუხლი 6 . თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, უსკოს რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
მუხლი 7 . მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, უსკოს მდივანი, კანონის შესაბამისად, რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე უსკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.08.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016006.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.06.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №5, 07.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1721925/