იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2012 წლის 9 აგვისტო დ. ასპინძა |
|
|
|
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:ა)
საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე;ბ)
კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე;გ)
შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:გ.ა)
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური);გ.ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);გ.გ)
სასამართლო;გ.დ)
პროკურატურა;გ.ე)
სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერში;დ)
საგზაო ნიშნებზე;ე)
ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, ობიექტებზე (ინტერიერსა და ექტერიერში) და ადგილებზე რაც ამ დადგენილებით დაშვებული არ არის.მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა:ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით დანართი №1-ის შესაბამისად;ბ)
მუნიციპალიტეტის სოფლებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში დანართი №2-ის შესაბამისად.მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.მუხლი 5
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი.მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი №1
ცალკეულ ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების ჩამონათვალი, სადაც სპეციალურ სტენდებზე დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა