„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერი ს

ბრძანება №22

2012 წელი  9 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი“, 2009 წლის 10 იანვარი, №2) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და დე ბულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ბ) სახაზინო განყოფილება;

გ) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

დ) ანალიტიკური განყოფილება.

2. სახაზინო განყოფილებას და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებას აქვთ საკუთარი შტამპი.

3 . საბიუჯეტო განყოფილება ახორციელებს:

ა) ქ. თბილისის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;

ბ) ქ. თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

გ) ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებას, ქ. თბილისის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს;

დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით;

ე) საქალაქო სამსახურებიდან, რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;

ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას – განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილ ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელობას, შემდგომში ქ. თბილისის მთავრობის სხდომაზე განსახილველად. ამზადებს ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებების და ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;

ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;

თ) დამტკიცებული კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებას, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან ერთად, ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით;

ლ) ქ. თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის;

მ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, მერის სარეზერვო ფონდის ანგარიშს, ქ. თბილისის მთავრობის სხდომაზე და შემდგომში ქ. თბილისის საკრებულოზე განსახილველად;

ნ ) ქ. თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ქ. თბილისის მერის განკარგულების პროექტის მომზადებას ქ. თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.

4 . სახაზინო განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს ბანკიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს ქ. თბილისის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

ბ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას, მათ შორის:

ბ.ა) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან – ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

ბ.ბ) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან – ქ. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

ბ.გ) წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების რეესტრთან შესაბამისობა; საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას და მათ ფორმირებას პროგრამულ ბაზებში;

ბ.დ) კურატორი მერის მოადგილისათვის წარსადგენი ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის მომზადებას;

გ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის:

გ.ა) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან – ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

გ.ბ) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან – ქ. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

დ) წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან;

ე) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული საგადახდო მოთხოვნების შეტანას პროგრამულ ბაზებში და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას;

ვ) მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების ხელმოსაწერად ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ზ) ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე რეესტრის მომზადებასა და ფორმირებას მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად, რომელიც ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან საგადახდო დავალებების საშუალებით;

თ) ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში წარდგენას.

5 . აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება ახორციელებს:

ა) ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვაზე მომზადებული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას ვიზირებისათვის;

ბ) ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ, შესაბამისი თანმხლები წერილით, მოწოდებული ხელშეკრულებების რეესტრით მიღებას. რეესტრში მოცემულ და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მონაცემთა შესაბამისობას;

გ) მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას;

დ) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი საქალაქო სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;

ე) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმებას:

ე.ა) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფაქტობრივი თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან;

ე.ბ) ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;

ე.გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას;

ვ ) რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ზ ) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით;

თ ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;

ი ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ყოველდღიურ აღრიცხვას;

კ ) სახაზინო განყოფილების მიერ ყოველდღიური საბანკო ამონაწერის დამუშავების შემდეგ საკასო ხარჯების აღრიცხვას;

ლ ) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;

მ ) ქ. თბილისის ადმინისტრაციისა და მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;

ნ ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

ო ) მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას და სახაზინო განყოფილებაზე გადაცემას;

პ ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ აღრიცხვას;

ჟ ) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქალაქო სამსახურებს და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯ ო ბესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე.

რ ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას.

6 . ანალიტიკური განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუჯეტის პროგრამული ბაზების ზედამხედველობას და კორექტირებას;

ბ) სისტემის ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნილი სიტუაციების ანალიზს და შესაბამისი დარგისა თუ ორგანიზაციის კურატორთან განხილვას;

გ) ბიუჯეტის შემოსულობების კომპიუტერული სისტემის ექსპლუატაციას – სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული შემოსულობების ყოველდღიური ელექტრონული ინფორმაციის სისტემაში ჩატვირთვის უზრუნველყოფას, შედარებასა და ანალიზს;

დ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების გეგმის შესრულების მაჩვენებლების ანალიზის შესაბამისი ანგარიშების პროგრამულ უზრუნველყოფას;

ე) სამსახურის საქმიანობის ნორმატიული ბაზის ცვლილებების დროს შესაბამისი კორექტივების შეტანას კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში;

ვ) სისტემის მუშაობის თვალყურის დევნებას, სისტემის მუშაობის დროს წარმოქმნილი სიტუაციების ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას პროგრამულ პროდუქტში;

ზ ) სამსახურისა და მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების საფინანსო საქმიანობის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სიახლეების შემუშავებას, მოძიებას, დამუშავებას და დანერგვას;

თ ) ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ი ) სახელმწიფო ხაზინიდან ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე და ამზადებს შესაბამის წინადადებებს საბიუჯეტო განყოფილებაზე გადასაცემად;

კ ) სხვა შემოსავლების, მათ შორის, მოსაკრებლების პროგნოზირებას, ამ შემოსავლების წლიური გეგმის და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას და საბიუჯეტო განყოფილებაზე გადაცემას;

ლ ) შემოსულობების დამტკიცებული გეგმის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ოპერატიული ანგარიშების მომზადებას, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მონაცემების შედარებას ბანკიდან მიღებული ამონაწერის მაჩვენებლებთან;

მ ) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს:

მ .ა) ქ. თბილისის მთავრობის სახელით დადებული და ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების (მიწის) სარგებლობისა და საკუთრების უფლებით გადაცემაზე შემდგარი გარიგებებით გათვალისწინებული, სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ან/და გადასახდელი თანხების, რიგ შემთხვევებში, დარიცხული საურავის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის თანხების გაანგარიშებას;

მ .ბ) ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების სარგებლობაში არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მიწის საფასურის ოდენობის გაანგარიშებას;

მ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის საქალაქო სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ქ. თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ”.

2. ბრძანება ძალაში შედის 2012 წლის 15 აგვისტოდან.

გ . უგულავა