„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №40–№61–№222 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №142-№186-№622
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №40–№61–№222 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) ვალდებული არიან ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს;
ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს.“.
ზ. ადეიშვილი
დ. ჯალაღანია
ბ. ახალაია