იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
დოკუმენტის ტექსტი
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
იმ შენობა-ნაგებობისა და ადგილების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
ა)
საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე);
ბ)
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე (უძრავ ძეგლებზე);
გ)
შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:
გ.ა)
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი);
გ.ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. 33, მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. 11, ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);
გ.გ)
სასამართლო, ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ.110;
გ.დ)
პროკურატურა, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ.30 ;
დ)
სამხედრო შენაერთებისა, ქ. ახალქალაქი, ბ. ლომსაძის ქ 73-ა და პოლიციის, ქ. ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ.5 (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე;
ე)
საგზაო ნიშნებზე.
მუხლი 2.
იმ შენობა-ნაგებობისა და ადგილების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება:
ა)
ქ. ახალქალაქში მაშტოცის ქუჩაზე, საქალაქო პარკთან არსებულ სპეციალურ სტენდზე.;
ბ)
იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომლებშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ)
სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე – მიწის ზემოთ არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე, ბოძზე დამონტაჟებული კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობებიდან არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით;
დ)
ყველა სხვა შენობა-ნაგებობასა და ობიექტზე, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით აკრძალული ადგილებისა, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობაა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 4
გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 5
უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ის მოხელეები, რომლებსაც ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|