„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№712
სარეგისტრაციო კოდი
280120000.08.002.016608
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №712

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში (სსმ,ვებგვერდი,26/06/2012,280120000.08.002.016532) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა)მე-2 მუხლის „ა“და „ბ“ქვე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტუდენტი –ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ ი, რომელიც აკმაყოფილებს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ) მიერ  გაცემული სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;“;

ბ)მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული არიან უზრუნველყონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობა.“;

გ)მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 6. სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტოს ფუნქციები

სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტო ვალდებულია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობასა და მის უკონტაქტო მიკროსქემაზე   სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განთავსება;

ბ) დაამზადოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და უზრუნველყოს მათი სტუდენტებისათვის მიწოდება;

გ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გავრცელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.სააკაშვილი

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2012.
როდის იქნა მიღებული „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №712. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.08.002.016608.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №712, 15.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.016608 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1726059/