საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება№7
2012 წ ლის 13 აგვისტო
ქ. ბათუმი
საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის2012 წლის 3 აგვისტოს №3 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ი საუბნო საარჩევნო კომისი ებისათვის, განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის შესასრულებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურ ა :
1. საუბნო საარჩევნო კომისი ის სხდომაზე დასწრების უფლებ ა აქვთ უსკოს წევრებ ს , უსკოს წარმომადგენლებ ს და უსკოს აპარატის თანამშრომლებ ს .
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებთან ერთად გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილ პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტს.
3. საუბნო საარჩევნო კომისიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დახარისხებას, დათვლას, დალუქვასა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემას ახდენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებისაგან განცალკევებით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4 . საუბნო საარჩევნო კომისია, უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმ ებს და ასევე შესწორების ოქმ ებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენისთანავე დაუყოვნებლივ გადაუგზავნ ის უსკოს.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. № 30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე
კომისიის მდივანი ქ. ჯიქია