კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებ №35 |
|
2017 წლის 24 ნოემბერი ქ. კასპი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება;
ბ) შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი).
4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი) და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“კანონის შესაბამისად.
ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ზ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრეული სხვა უფლებამოსილებები.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ზ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს;
თ) სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას;
ი) სამსახურის უფროსს უფლება აქვს შეადგინოს სააღსრულებო ფურცელი.
ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) მოსაკრებლის ერთიანი ბაზის შექმნას და მასში პერიოდულად ცვლილებების შეტანას;
დ) მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;
ე) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
ა) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
გ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ვ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
ზ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.