ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2019 წლის 4 ოქტომბერი ქ. ჭიათურა |
|
2. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია – ადმინისტრაცია”, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე და საიდენტიფიკაციო აღნიშვნით.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა, აგრეთვე, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;
გ) მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების საკითხების განხილვა;
დ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ე) ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) მერიის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
თ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ი) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;
კ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) იურიდიული განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.
5. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერისა და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერისა და სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას;
დ) მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ე) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების განსაზღვრას;
ვ) წინადადებების შემუშავებას სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
ბ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
გ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
დ) სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების საქმის მასალების შესწავლა, კომისიაზე გატანა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
ვ) სერვისების განვითარების სააგენტოდან მაღალმთიანობის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სამრთლებრივი აქტების მომზადება;
ზ) ცნობების გაცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მაღალმთიანობის სტატუსთან დაკავშირებით;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
ბ) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას;
გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ) მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ე) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;
ვ) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზებასა და განვითარებას. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;
თ) საზოგადოებასთან და საზღვარგარეთის ქვენებთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) კონსულტაციის გაწევას მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.