„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2018 წლის 16 თებერვალი ქ. კასპი |
ა) დადგენილების სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ი შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
|
დებულება
1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს : სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას , სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას „პ როდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად “, ადმინისტრაციულ წარმოებას „ნარჩენების მართვის კოდექსისა “ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით “ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე -80 მუხლის შესაბამისად რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ , ჩამოხეულ , დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით , მიწათსარგებლობის , საზოგადოებრივი მომსახურეობის , ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების , რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას , ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ , კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ასევე აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და მერის დავალებებს .
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით , კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით .
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ადგილობრივი მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება ;
ბ ) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება .
3. სამსახურის ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით . მისი არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ).
4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი ) და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მისი არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი საჯარო მოსამსახურე .
6. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " კანონის შესაბამისად .
ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ზ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრეული სხვა უფლებამოსილებები.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ზ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს;
თ) სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას;
ი) სამსახურის უფროსს უფლება აქვს შეადგინოს სააღსრულებო ფურცელი.
ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) მოსაკრებლის ერთიანი ბაზის შექმნას და მასში პერიოდულად ცვლილებების შეტანას;
დ) მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;
ე) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
ა) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
გ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ვ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
ზ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.