საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2012
ძალის დაკარგვა 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №192
სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.030.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კალანდაძე | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.11.2022
- საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №192
2012 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საკონსულო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:1.
დამტკიცდეს ,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი“ თანდართული სახით.2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო კალანდაძე
დანართი
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის მიერ ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარების, შედეგების შეფასებისა და სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
პროგრამის მიზანია:ა)
მსმენელთათვის სასწავლო პროგრამების განხორციელება, მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;ბ)
მსმენელთათვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკონსულო თანამდებობის პირი და რომლებიც მათ დაეხმარებთ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების უკეთ დაძლევასა და საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოთხოვნების უკეთ შესრულებაში;გ)
საკონსულო თანამდებობის პირისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული მასალის მიწოდება.
მუხლი 3🔗
პროგრამის გავლა ხდება ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, გეგმურობის, მაღალკვალიფიციურობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
პროგრამას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი), მოწვეული სპეციალისტებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მეშვეობით, ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
მუხლი 5🔗
პროგრამის გავლის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) თანამშრომლები ან ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში, ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვის გათვალისწინებით.
თავი II
პროგრამის ორგანიზება
მუხლი 61🔗.
პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სასწავლო მოდულები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.2.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს.3.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტარდება სასერთიფიკატო ტესტური გამოცდა.4.
თუ პირი სასერტიფიკატო გამოცდაში ვერ დააგროვებს ქულათა საკმარის რაოდენობას, მას პროგრამის გავლის უფლების გარეშე გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება ეძლევა მომდევნო სასწავლო პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისას.5.
სასერტიფიკატო გამოცდის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირს პროგრამის გავლის უფლების გარეშე გამოცდაზე მესამედ გასვლის უფლება ეძლევა მომდევნო სასწავლო პროგრამის სასერთიფიკატო გამოცდის ჩატარებისას.6.
სასერტიფიკატო გამოცდის მესამედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირი გამოცდაზე დაიშვება მესამე გამოცდის ჩატარების თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ახალი პროგრამის გავლის შემთხვევაში.
მუხლი 71🔗.
პროგრამის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტი უზრუნველყოფს:ა)
პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადებების მიღებას;ბ)
პროგრამისა და გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას;გ)
ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.2.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრი:ა)
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას ამ წესისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით:ა.ა)
იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შესაბამისი სასწავლო მოდულის ჩასატარებლად;ა.ბ)
ასწორებს ტესტურ ნამუშევრებს და ადგენს ტესტის პასუხების შემოწმებისას პირის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას;ბ)
შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებს პროგრამის გავლის ცალკეულ სტანდარტებთან დაკავშირებით;გ)
მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ;დ)
პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამის პირებზე გასცემს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;ე)
ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 81🔗.
ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირები განაცხადს პროგრამის გავლის თაობაზე, მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარუდგენენ დეპარტამენტს.2.
პროგრამის გამვლელ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრი, თავისი რესურსების გათვალისწინებით და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტს.3.
იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტში წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განაცხადების რაოდენობა აღემატება ცენტრის მიერ მოწოდებულ პროგრამის გამვლელ პირთა რაოდენობას, დეპარტამენტი, მიღებული განაცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის გამვლელ პირთა განსაზღვრის შესახებ.4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, განაცხადების საფუძველზე პირთა შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება განაცხადებს შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით:ა)
დიპლომატიური თანამდებობის პირი;ბ)
მინისტრის მიერ დადგენილი ერთი ან რამდენიმე პრიორიტეტული უცხო ენის/ენების ცოდნა;გ)
პირის მიერ წარდგენილ განაცხადში მოყვანილი პროგრამის გავლის მიზანი.
მუხლი 9🔗
სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელებს პროგრამაში მონაწილეობის გამო გაცდენილი სამუშაო დრო ეთვლებათ საპატიოდ.
თავი III
ტესტური გამოცდის ჩატარება
მუხლი 101🔗.
გამოცდა ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით.2.
ტესტირება ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 111🔗.
ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ცენტრი.2.
ტესტი შედგება 100 კითხვისგან.3.
ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილის – უშუალოდ კითხვისა და სავარაუდო პასუხებისგან, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი პასუხი.4.
პირს ევალება აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული მხოლოდ ერთი პასუხი.
მუხლი 121🔗.
ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.2.
ტესტის მინიმალური შეფასება არის – 0, ხოლო მაქსიმალური 100.3.
პირს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით.4.
თუ გამოსაცდელი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, მაშინ პასუხი შეფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი პასუხიც შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 131🔗.
ტესტირებისათვის გამოსაცდელს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი, რომლის გასვლის შემდეგაც გამოსაცდელი ვალდებულია ცენტრის წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი.2.
გამოსაცდელის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში ცენტრისთვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 14🔗
ტესტური გამოცდის დაწყებამდე ცენტრის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნისა და შევსების მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები.
მუხლი 151🔗.
ტესტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ავტოკალმის შეტანა.2.
გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეულ იქნება დამხმარე მასალის ან ამ წესის მე–14 მუხლით დადგენილი ინსტრუქტაჟით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, ცენტრის წარმომადგენლის მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 ქულით.3.
გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ცენტრის წარმომადგენელი.
მუხლი 161🔗.
ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.2.
გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.3.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 171🔗.
ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ უფლებას ართმევს გამოსაცდელს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება.2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსაცდელის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული.
მუხლი 18🔗
კანდიდატის მიერ ტესტირება ჩაბარებულად ითვლება, თუ მან ტესტების 70%-ს ან მეტს გასცა სწორი პასუხი.
მუხლი 191🔗.
ტესტების პასუხები მოწმდება ცენტრის მიერ ან მოწვეული სპეციალისტის მიერ ცენტრის წარმომადგენლის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალების გამოყენებით.2.
ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ცენტრი გამოცდის შედეგს ატყობინებს შესაბამის პირს.
მუხლი 20🔗
ტესტირების ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი პირობებით ჩაბარების შემთხვევაში, პირს გადაეცემა საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი IV
საპრეტენზიო კომისია
მუხლი 211🔗.
ტესტირების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია.2.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობისა და პრეტენზიების განხილვის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.