სს „ელექტრომშენი-ქუთაისი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ელექტრომშენი-ქუთაისის” რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ელექტრომშენი-ქუთაისის” დირექტორატი იწვევს სს-ის აქციონერებს რიგგარეშე საერთო საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 7 სექტემბერს დღის 14 საათზე ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №3, სს „ელექტრომშენი-ქუთაისის” მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 16 აგვისტო.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების რეორგანიაზციის პროცესის დასრულება მისგან ახალი მეწარმე სუბიექტის გამოყოფით.
2. საზოგადოებიდან გამოყოფილი ახალი მეწარმე სუბიექტის დაარსება და მისთვის უძრავი და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
3. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა და მისი საწესდებო კაპიტალის შემცირება.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ელექტრომშენი-ქუთაისის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 2-22-53-51.
სს „ელექტრომშენი-ქუთაისის” დირექტორი გ. გვენეტაძე