1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება ბახმაროს ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ საზღვრებში.

2. წესები შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან, მონაწილეობენ და/ან აკონტროლებენ ქალაქთმშენებლობით საქმიანობას.

3. საქართველოს კანონმდებლობა და ეს წესები ქმნის ბახმაროს ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განვითარების სამართლებრივი რეგულირების საფუძველ