„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№163/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 63/ნ

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) პირველი მუხლით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილება და:

ა) 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არჩევითი საგანი შეიძლება იყოს ერთმოდულიანი ან ორმოდულიანი. განსხვავებულია არჩევითი საგნების მოდულების ხანგრძლივობაც. ზოგი მოდული გათვლილია ერთ სემესტრზე, ზოგიერთიკი – ორზე. მოსწავლემ, შესაძლებელია, ისწავლოს ორმოდულიანი საგნის მხოლოდ პირველი მოდული. გამონაკლისია არჩევითი საგანი „მესამე უცხოური ენა“, რომელიც მოცემულია ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამ საგნისთვის გამოიყენება უცხოური ენის არსებული საგნობრივი პროგრამა.“.

ბ) 46-ე მუხლის მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არჩევითი საგნების ნუსხა

 

საგნის დასახელება

ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

მოდულის რაოდენობა

საგნის სწავლების ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

კლასი

1. ამერიკის მცოდნეობა

2

1

2

X/XI/XII

2. გეოგრაფიული კვლევა

2

1

2

X/XI/XII

3. ეკონომიკა და სახელმწიფო

2

1

2

XI/XII

4. თეატრალური ხელოვნება

2

1

2

X/XI/XII

5. კინოხელოვნება

1

2

2

X/XI/XII

6. მესამე უცხოური ენა

 

 

 

X/XI/XII

7. მეწარმეობის საფუძვლები

2

1

2

X/XI/XII

8. კომპიუტერული მეცნიერება

2

1

2

X/XI/XII

9. მსოფლიო კულტურა

2

1

2

X/XI/XII

10.მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი

1

2

2

X/XI/XII

11. მულტიმედია და დიზაინი

2

1

2

X/XI/XII

12. სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

1

2

2

I მოდ. -  X/XI/XII    

II მოდ. -  XI/XII

13. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი

2

1

2

X/XI/XII

14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკ ული კურსი;

2

1

2

X/XI/XII

15. ფოლკლორი და მითოლოგია

2

1

2

X/XI/XII

16. ქიმიური ტექნოლოგიები

1

2

2

XI/XII

17. შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

1

2

2

I მოდ. -  XI/XII  

II მოდ. -  XII

18. XIX –XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა

2

1

2

X/XI/XII

19. ხელოვნების ისტორია

2

1

2

X/XI/XII

20. ხაზვა

1

2

2

X/XI/XII

21. სახელმწიფო და სამართალი

2

1

2

XI/XII

22. ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია

1

1

1

X/XI/XII

23. ასტრონომია

1

2

2

XI/XII

24. ბუნების ძეგლების მონიტორინგი

2

1

2

X/XI/XII

25. კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

1

1

1

X/XI/XII

26. გარემო და მდგრადი განვითარება

1

2

2

X/XI/XII

27. საქართველოს ეთნოგრაფია      

2

1

2

X/XI/XII

28. ფოლკლორული ანსამბლი

2

1

2

X/XI/XII

 

გ) თავი XVI ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად.

დ) თავი XVII ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად.

ე) დაემატოს თავი XXXIV7 დანართი 3-ის შესაბამისად.

ვ) დაემატოს თავი XXXIV8 დანართი 4-ის შესაბამისად.

ზ) თავი LXV ჩამოყალიბდეს დანართი 5-ის შესაბამისად.

თ) თავი  LXVIII ჩამოყალიბდეს დანართი 6-ის შესაბამისად.

ი) დაემატოს თავი LXXVIII დანართი 7-ის შესაბამისად.

კ) დაემატოს თავი LXXIX  დანართი 8-ის შესაბამისად.

ლ) დაემატოს თავი LXXX დანართი 9-ის შესაბამისად.

მ) დაემატოს თავი LXXXI დანართი 10-ის შესაბამისად.

ნ) დაემატოს თავი LXXXII დანართი 11-ის შესაბამისად.

ო) დაემატოს თავი LXXXIII დანართი 12-ის შესაბამისად.

პ) დაემატოს თავი LXXXIV დანართი 13-ის შესაბამისად.

ჟ) დაემატოს თავი LXXXV დანართი 14-ის შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

ხ. დეკანოიძე