ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №738
2012 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
ბაკურიანში,დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დანართი №1)თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2).
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
დანართი№1
ბაკურიანში,დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა
მუხლი 1. ზოგადი ფუნქციური ზონები
ბაკურიან ში,დიდველის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზოგადი და კონკრეტული ფუნქციური ზონები:
ა)საცხოვრებელი ზონა (სზ);
ბ)საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა(სსზ);
გ)ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა(ლსზ);
დ)სარეკრეაციო ზონა(რზ);
ე)სატრანსპორტო ზონა (ტზ).
მუხლი 2. კონკრეტული ფუნქციური ზონები
კონკრეტული ფუნქციური ზონებია:
ა)საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5)- საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენ ს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის,სამეზობლო თმენის პრინციპის დაცვით. მისი კოეფიციენტებია:
ა.ა)მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1)–0,5;
ა.ბ)მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2)–1,8-მდე;
ა.გ)მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)–0,1;
ა.დ)შენობის მაქსიმ ა ლური სიმაღლე –16,5მ;
ბ)საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. დასაშვებია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საცხოვრებ ე ლი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.მისი კოეფიციენტებია:
ბ.ა)მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1)–0,7;
ბ.ბ)მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2)–5,0-მდე;
ბ.გ)მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)–0,1;
ბ.დ)შენობის მაქსიმ ა ლური სიმაღლე –16,5მ;
გ)სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)- ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის,ტროტუარებ ი), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს ა და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებ ი);
დ)ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა’(ლსზ’)-ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე)სარეკრეაციო ზონა’(რზ’)-ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს ა და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. განაშენიანების რეგულირება
1. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მიწისპირა და მიწისზედა სართულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებ ოდეს4 სართულს ან 3 სართულს მანსარდით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს16,5მეტრი;ქანობიანი სახურავის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს სპეციალური თოვლდამჭერი კაუჭები.
2. საპროექტო ზონაში განაშენიანების რეგულირება ექვემდებარება აღნიშნულ პროექტში მოყვანილი წითელი და ლურჯი ხაზების სისტემას, სადაც წითელი ხაზები ადგენ ს წარმოსახვით მიჯნას, რომლის მიღმა ც უნდა განთავსდეს შენობები, ხოლო ლურჯი ხაზები –მიწის ნაკვეთის ფრონტალურ(ქუჩ ა) მხარეზე შენობების განთავსების სავალდებულო ხაზებს. დაშორება წითელ და ლურჯ ხაზებს შორის შეადგენს 6 მეტრს, ხოლო მცირე ზომის მიწის ნაკვეთებისათვის (600 კვ.მ და ნაკლები) – 3მეტრს.
3. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული უნდა იყოს საკუთარი მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები შემდეგი ნორმით:
ა)საცხოვრებელი ტიპის შენობისთვის –არანაკლებ 1 ავტოსადგომისა 1 საცხოვრებელ ერთეულზე;
ბ)სასტუმროს ტიპის შენობისათვის - 1 ავტოსადგომი სასტუმროს ყოველ 2 ნომერზე;
გ)საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ა და შენობისათვის –1 ავტოსადგომი შენობის ფართობის ყოველ 20 კვ.მ-ზე.
4. საპროექტო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ან სასტუმროს ტიპის შენობის განთავსებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 600 კვ.მ-ისა.
5.არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების ა თვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი უნდა შეადგენ დეს100კვ.მ-ს.არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტებისათვის, რომლის მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება 100 კვ.მ-ს,დასაშვებია მიწის ნაკვეთის100%-ით მოშენება, 100 კვ.მ-დან–200კვ.მ-ის მიწის ნაკვეთებზე მოშენების ფართ ობ ი არ უნდა აღემატებ ოდეს მიწის ნაკვეთის80%-ს,200კვ.მ-დან–400კვ.მ–მდე-60%-ს,400კვ.მ-დან–600კვ.მ-მდე–40%-ს.
6. 100კვ.მ-დან- 200 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთებზე დასაშვებია ერთ სართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების განთავსება, ხოლო200კვ.მ-დან- 600 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთებზე - ორ სართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების განთავსება.
7. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შემოღობვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცოკოლის სიმაღლე იყოს არა უმეტეს0,50მ ეტრი სა, ზედა ნაწილი (გამჭვირვალე)და მისი სიმაღლე გრუნტის დონიდან (ცოკოლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 2მ ეტრ ს. სამეზობლო მიჯნაზე განთავსებული შემოღობვა შესაძლებელია იყოს ყრუ და არა უმეტეს 2 მ ეტრი სიმაღლისა გრუნტის დონიდან.
მუხლი 4. საზოგადოებრივი და სასტუმროს ტიპის შენობების მოწყობა
1. საზოგადოებრივი და სასტუმროს ტიპის შენობებ ი საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან არ იღობება.
2. საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების ფარგლებში დაუშვებელია შინაური ფრინველის ა და პირუტყვის მოშენება.
3. შენობის სახურავი უნდა იყოს მეტალო-კრამიტის,გამომწვარი თიხის კრამიტი ს,პოლიმერ-ქვიშის კრამიტი ს ან ბიტუმ-ქვიშის კრამიტის ფაქტურით. სახურავის დასაშვები ფერები ა:მუქი მწვანე, წითელი, ყავისფერი და შინდისფერი ტონები.
4.შენობის ფასადის ელემენტები -აივნისა და გარე კიბის მოაჯირები და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს ყრუ ხის ან ქრომირებული ლითონის, ფასადზე გამომავალი საყრდენი ბოძები -ხის. შენობის ფასადი უნდა შეილესოს ქვიშა-ცემენტის ხსნარით და შეიღებ ოს ტენიანობისა და ყინვაგამძლე სპეციალური საღებავით. ფერთა გამა შერჩეულ ი უნდა იქნეს პასტელის ტონებში (ჩალისფერი,ხორბლისფერი და სპილოსძვლისფერი ღია ტონალობები, ხოლო ფასადის ზოგიერთი ელემენტის გამოსაკვეთად ან დასაფარად შესაძლებელია გამოყენებულ იქნ ე ს ღია წაბლისფერი და ყავისფერი ტონალობები). ფასადზე ხის ელემენტების გამოსაკვეთად გამოყენებულ ი უნდა იქნ ე ს ხისფერის ანალოგიური ლაქ-საღებავები.
5.შენობის ფასადის, ცოკოლისა და შენობის იმ ელემენტების მოსაპირკეთებლად, რომლებიც თოვლ ი თ სველდება შესაძლებელია გამოყენებულ იქნ ე ს შესაბამისი ოდენობი ს აგური და ბუნებრივი ქვა. ხის მასალა უნდა იყოს მკვრივი ტექსტურის,გაჟღენთილი ტენისა და ყინვაგამძლე სპეციალური სითხით.
6. არქიტექტურულ პროექტ ს უნდა ერთვოდეს შენობის ფასადების დეტალური პროექტი, მათ შორის,ფასადზე გამომავალი არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების დეტალური სპეციფიკაცია სათანადო მასშტაბით:
ა)გარე კედლების სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;
ბ)გადახურვის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;
გ)კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;
დ)მინის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;
ე)ღიობების,გარე კიბეების, მოაჯირების, ჟალუზების, ცხაურებისა და ნებისმიერი სხვა არქიტექტურული ელემენტების სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით.
7. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას აქვს წინა ეზო, რომელიც ესაზღვრება საზოგადოებრივ სივრცეს (ქუჩ ა),მფლობელს ეკისრება მის ი(მწვანე მოლი, ბილიკი, ღობ ე და სხვა) მოვლა-პატრონობ ის ვალდებულება. მფლობელი ასევე პასუხისმგებელია მშენებლობის პროცესში გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს შენობა.