ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№739
სარეგისტრაციო კოდი
330090000.08.002.016622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №739

2012 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8პუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დანართი №1)თანდართულ რუკებ თან ერ თ ად (დანართი№2).

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

დანართი№1

ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტ ა ს ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების

რეგულირების გეგმა

    მუხლი 1.  ზოგადი ფუნქციური ზონები

ბაკურიან ში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტ ა ს ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები:

ა) საცხოვრებელი ზონა (სზ);

ბ)საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ);

გ)ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ);

დ)სარეკრეაციო ზონა (რზ);

ე) სატრანსპორტო ზონა (ტზ).

    მუხლი 2. კონკრეტული ფუნქციური ზონები

კონკრეტული ფუნქციური ზონებია:

ა) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5)- საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპის დაცვით. მისი კოეფიციენტებია:

ა.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1)–0,5;

ა.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2)–1,8-მდე;

ა.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)–0,1;

ა.დ) შენობის მაქსიმ ა ლური სიმაღლე –16,5მ;

ბ)საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)- განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. დასაშვებია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საცხოვრებ ე ლი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. მისი კოეფიციენტებია:

ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1)–0,7;

ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2)–5,0-მდე;

ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)–0,1;

ბ.დ) შენობის მაქსიმ ა ლური სიმაღლე –16,5მ;

გ) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) - ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის, ტროტუარებ ი ), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს ა და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებ ი );

დ)ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა’(ლსზ’)- ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად;

ე)სარეკრეაციო ზონა’(რზ’) - ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს ა და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3. განაშენიანების რეგულირება

1. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მიწისპირა და მიწისზედა სართულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებ ოდეს 4 სართულს ან 3 სართულს მანსარდით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს16,5 მ ეტრი ; ქანობიანი სახურავის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს სპეციალური თოვლდამჭერი კაუჭები.

2. საპროექტო ზონაში განაშენიანების რეგულირება ექვემდებარება ა ღნიშნულ პროექტში მოყვანილი წითელი და ლურჯი ხაზების სისტემას: წითელი ხაზები ადგენენ წარმოსახვით მიჯნას, რომლის მიღმა ც უნდა განთავსდეს შენობები, ხოლო ლურჯი ხაზები –მიწის ნაკვეთის ფრონტალურ (ქუჩ ა ) მხარეზე შენობების განთავსების სავალდებულო ხაზებს. დაშორება წითელ და ლურჯ ხაზებს შორის შეადგენს 6 მეტრს, ხოლო მცირე ზომის მიწის ნაკვეთებისათვის (600 კვ.მ და ნაკლები) - 3 მეტრს.

3. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული უნდა იყოს საკუთარი მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები შემდეგი ნორმით:

ა) საცხოვრებელი ტიპის შენობის ა თვის – არანაკლებ 1 ავტო-სადგომისა 1 საცხოვრებელ ერთეულზე;

ბ) სასტუმროს ტიპის შენობისათვის - 1 ავტოსადგომი სასტუმროს ყოველ 2 ნომერზე;

გ) საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების და შენობისათვის – 1 ავტოსადგომი შენობის ფართობის ყოველ 20 კვ.მ-ზე.

4. საპროექტო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ან სასტუმროს ტიპის შენობის განთავსებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 600 კვ.მ-ისა.

5. არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტებისთვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი უნდა შეადგენ დეს 100 კვ.მ-ს.არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტებისათვის, რომ ელთა მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება 100 კვ.მ-ს, დასაშვებია მიწის ნაკვეთის 100% მოშენება, 100 კვ.მ-დან– 200 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთებზე მოშენების ფართ ობ ი არ უნდა აღემატებ ოდეს მიწის ნაკვეთის 80%-ს, 200 კვ.მ-დან– 400 კვ.მ-მდე - 60%-ს, 400 კვ.მ-დან– 600 კვ.მ-მდე–40%-ს.

6. 100 კვ.მ-დან - 200კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ ერთ სართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების განთავსება, ხოლო 200 კვ.მ-დან - 600 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთებზე-2-სართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების განთავსება.

7. განაშენიანების რეგულირების გეგმი თ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შემოღობვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცოკოლის სიმაღლე იყოს არაუმეტეს 0,50 მ ეტრი სა, ზედა ნაწილი ( გამჭვირვალე) და მისი სიმაღლე გრუნტის დონიდან (ცოკოლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 2 მ ეტრ ს. სამეზობლო მიჯნაზე განთავსებული შემოღობვა შესაძლებელია იყოს ყრუ და არა უმეტეს 2 მ ეტრი სიმაღლისა გრუნტის დონიდან.

    მუხლი 4. საზოგადოებრივი და სასტუმროს ტიპის შენობებ ი ს მოწყობა

1. საზოგადოებრივი და სასტუმროს ტიპის შენობებ ი საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან არ იღობება.

2. საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების ფარგლებში დაუშვებე ლია შინაური ფრინველის ა და პირუტყვის მოშენება .

3. შენობის სახურავი უნდა იყოს მეტალო-კრამიტის, გამომწვარი თიხის კრამიტი ს , პოლიმერ-ქვიშის კრამიტი ს ან ბიტუმ-ქვიშის კრამიტის ფაქტურით. სახურავის დასაშვები ფერები ა: მუქი მწვანე, წითელი, ყავისფერი და შინდისფერი ტონები.

4. შენობის ფასადის ელემენტები - აივნისა და გარე კიბის მოაჯირები და მისი შემადგენელი ნაწილ ები უნდა იყოს ყრუ ხის ან ქრომირებული ლითონის, ფასადზე გამომავალი საყრდენი ბოძები  - ხის. შენობის ფასადი უნდა შეილესოს ქვიშა-ცემენტის ხსნარით და შეიღებ ოს ტენიანობისა და ყინვაგამძლე სპეციალური საღებავით. ფერთა გამა შერჩეულ ი უნდა იქნე ს პასტელის ტონებში (ჩალისფერი, ხორბლისფერი და სპილოსძვლისფერი ღია ტონალობები, ხოლო ფასადის ზოგიერთი ელემენტების გამოსაკვეთად ან დასაფარ ად შესაძლებელია გამოყენებულ იქნ ე ს ღია წაბლისფერი და ყავისფერი ტონალობები). ფასადზე ხის ელემენტების გამოსაკვეთად გამოყენებულ ი უნდა იყო ს ხისფერის ანალოგიური ლაქ-საღებავები.

5. შენობის ფასადის, ცოკოლისა და შენობის იმ ელემენტების მოსაპირკეთებლად, რომლებიც თოვლ ი თ სველდება შესაძლებელია გამოყენებულ იქნ ე ს შესაბამისი ოდენობი ს აგური და ბუნებრივი ქვა. ხის მასალა უნდა იყოს მკვრივი ტექსტურის,გაჟღენთილი ტენისა და ყინვაგამძლე სპეციალური სითხით.

6. არქიტექტურულ პროექტთან ერთად წარმოდგენილ ი უნდა იქნ ე ს შენობის ფასადების დეტალური პროექტი, მათ შორის, ფასადზე გამომავალი არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების დეტალური სპეციფიკაცია სათანადო მასშტაბით:

ა) გარე კედლების სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;

ბ) გადახურვის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;

გ) კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;

დ) მინის სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით;

ე)ღიობების, გარე კიბეების, მოაჯირების, ჟალუზების, ცხაურებისა და ნებისმიერი სხვა არქიტექტურული ელემენტების სპეციფიკაცია - შესაბამისი მასალისა და ფერის მითითებით.

7. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას აქვს წინა ეზო, რომელიც ესაზღვრება საზოგადოებრივ სივრცეს (ქუჩ ა),მფლობელს ეკისრება მის ი(მწვანე მოლი, ბილიკი, ღობ ე და სხვა) მოვლა-პატრონობ ის ვალდებულება. მფლობელი ასევე პასუხისმგებელია მშენებლობის პროცესში გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს შენობა.