„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №341
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლება მოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებ აში (www.matsne.gov.ge, 30 .12 .2011 , 010240060 .10 .003 .016668 ) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე‑2 მუხლის მე‑12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების (გარდა მამობის დადგენის ა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლ(ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორების ა და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ(ებ) ის მ ონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორების ა და დამატების შეტანის ა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით,განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;
ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში შეტანისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური –50 ლარი.“.
2. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ა და დამატების (გარდა მამობის დადგენის ა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) შეტანის, მათ შორის, მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორების ა და დამატების შეტანის ა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით, განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;“.
3. მე‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების , დამატებისა და ცვლილების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), მათ შორის , მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით , შეტანისათვის–მომსახურების საფასური30აშშ დოლარი;“.
4. მე‑6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ,მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.“.
5. მე‑6 მუხლის მე‑2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე‑7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.“;
ბ) მე‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის (მათ შორის,მეტეოროლოგიური პირობების, ფორსმაჟორული გარემოებებისა და სხვ.) გამო.“.
7.მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑20 პუნქტი:
„20.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ი . მერაბიშვილი