„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №166
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე‑2 მუხლის:
ა) მე‑20 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი;
ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;
გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი.“;
ბ) მე‑40 და 41‑ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„40. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი;
ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.
41. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;
გ) მე-3 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
ე) იმავე დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.“.
2. მე‑3 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განაცხადების საფუძველზე ამ დანართის მე-2 მუხლის მე-15–27‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.“.
4. მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მომართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.“.
5. მე‑8 მუხლის მე‑18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში ფოტოსურათის გადაღებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მის მიერ ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა მომსახურების/საქმიანობის ცნობადობის გაზრდის ან/და საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში/ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე/გამარჯვებული პირი/პირები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური