„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.016881
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების,ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 მუხლი:

     „მუხლი 5.

ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის 44‑ე პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივლისიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42‑ე, 43‑ე და 44‑ე პუნქტები:

„42. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისამდე გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ)განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 65 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 ლარი.

43. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისის შემდეგ გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ)განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

44. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური – 10 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური – 20 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური – 30 ლარი.“;

ბ) მე‑6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑7 პუნქტი:

 „7. ამ დანართის მე‑2 მუხლის 42‑ე – 44‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 50% საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშზე.“;

გ) მე-8 მუხლის 102 და 103 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„102. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში, პირები, რომლებიც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული არიან როგორც საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, და რომელთა სტუდენტის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაფიქსირებული თარიღი არ აღემატება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის საქმისწარმოების ვადის გასვლის თარიღს, თავისუფლდებიან:

ა) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 10 ლარით;

ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის 35-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

103. სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასევე თავისუფლდებიან:

ა) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის (გარდა მე-2 მუხლის მე-13 და 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან 10%-ით;

 ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5%-ით.“;

 დ) მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ამ დანართის მე‑2 მუხლის 42‑ე – 44‑ე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ სააგენტოს ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისათვის პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცა მცდარი მონაცემების შემცველობით, ხოლო განმცხადებელი ითხოვს გაცემული დოკუმენტის შეცვლას.“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ . გილაური