„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№229
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.016902
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2011წლის29დეკემბრის№508დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2011წლის29დეკემბრის№508დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის :

1. მე‑2 მუხლის:

ა) პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . საქართველოს მოქალაქის32 -გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური35ლარი;

ბ ) მე -5სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური35ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური25ლარი;

გ ) მე -3სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური35ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური55ლარი;

დ ) 24საათის გასვლისთანავე გაცემისათვის–მომსახურების საფასური 35ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური125ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური35ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური170ლარი .

2 . საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური100ლარი;

ბ ) მე -5სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური100ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური20ლარი;

გ ) მე -3სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური100ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური50ლარი;

დ ) 24საათის გასვლისთანავე გაცემისათვის–მომსახურების საფასური 100ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური90ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური100ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური105ლარი .“;

ბ) მე‑5 და მე‑6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5 . საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური30ლარი;

ბ ) მე -5სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური30ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური10ლარი;

გ ) მე -3სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური30ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური20ლარი;

დ ) 24საათის გასვლისთანავე გაცემისათვის–მომსახურების საფასური 30ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური30ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური30ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური35ლარი .

6 . საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10სამუშაო დღეს გაცემისათვის–მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ ) მე -5სამუშაო დღეს გაცემისათვის–დაჩქარებული მომსახურების საფასური5ლარი;

გ ) მე -3სამუშაო დღეს გაცემისათვის–დაჩქარებული მომსახურების საფასური10ლარი;

დ ) 24საათის გასვლისთანავე გაცემისათვის–დაჩქარებული მომსა ხურების საფასური25ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის–დაჩქარებული მომსახურების საფასური50ლარი .“;

გ) 27‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:

ა) მომსახურების საფასური 50 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;

ბ) მომსახურების საფასური 180 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;

გ) მომსახურების საფასური 360 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ;

დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:

დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას;

დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი დროით;

დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.“;

დ) 38‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნა – მომსახურების საფასური 10 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45‑ე პუნქტი:

„45. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.“.

3. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) საქართველოს მოქალაქის32 -გვერდიანი პასპორტის , საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან2სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის–მომსახურების საფასური205ლარი;“.

4. 31 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურები გადაიხდევინება ამ დანართის მე -2მუხლის მე -2პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;“.

5. მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7 . საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე -80კალენდარულ დღეს მომზადებისათვის–მომსახურების საფასური170აშშ დოლარი .“.

6. მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.“.

7 . მე -8მუხლის102და103პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„102 . პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში პირები , რომლებიც პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული არიან , როგორც საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები , რომლებსაც არ აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი , თავისუფლდებიან :

ა ) ამ დანართის მე -2მუხლის მე -5პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან10ლარით;

ბ ) ამ დანართის მე -2მუხლის35 -ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან .

103 . სტუდენტები , რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით„სტუდენტი“და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით , თავისუფლდებიან :

ა ) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის (გარდა მე -2მუხლის მე -13და35 -ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისა ) გადახდისაგან10% -ით;

ბ ) ამ დანართის მე -2მუხლის მე -2პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან5% -ით.“.

8 . მე -8მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -19პუნქტი :

„19 . ამ დანართის მე‑2მუხლის41‑ე პუნქტის„ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი , რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება წარუდგინა2012წლის10მაისის ჩათვლით .“.

მუხლი 2 . ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 27 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ . გილაური