„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.016704
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2011წლის29დეკემბრის№508დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30.12.2011წ., 010240060.10.003. 016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე‑2 მუხლში:

ა) მე‑9, მე‑10 და მე‑11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის – მომსახურების საფასური 45 ლარი.

10. სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის(მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობა), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომდინარე,შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში,მათ შორის,მშობლის(მშობლების)მიერ სახელის,გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის(შვილების)სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში,სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით(გარდა ქორწინების,განქორწინების,მამობის დადგენის,შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა),და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 300 ლარი.

 11. ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგ ე ნიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის,შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის,შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა),და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი;

ბ)20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. გვარის დადგენის, ასეთი დადგენიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის დადგენის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის,შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე‑15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 10 ლარი;

გ) 5 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი.“;

გ) მე‑13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 15 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი.“;

დ) მე‑14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 32‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. საინფორმაციო ბარათის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 2 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი.“;

ვ) 39‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ განქორწინების მოწმობების გაცემისათვის (გარდა განქორწინების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის განმეორებით გაცემისა) მომსახურების საფასური გადაიხდევინება ამ მუხლის მე‑9 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.“.

 2. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობა), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის,შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა),და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და დამატების (გარდა მამობის დადგენის და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის ჩათვლით, განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ე) დოკუმენტის მისი წარდგენიდან ან დამზადებიდან3სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის–40ლარი;“.

3. მე‑5 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემისათვის –მომსახურების საფასური 20აშშ დოლარი;

თ)ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური20აშშ დოლარი.“.

4. მე‑8 მუხლში:

ა) მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ მოწმობის განმეორებით გაცემის საფუძველია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართვა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მომართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანი პირი, რომელიც იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, თუ ამ პირზე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი მეურვე ო ბისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ;“;

გ) მე‑12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ დანართის მე‑2 მუხლის 23‑ე პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლისთვისაც დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი ბინადრობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑18 პუნქტი:

„18. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მის მიერ ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა მომსახურების/საქმიანობის ცნობადობის გაზრდის ან/და საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში/ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე/გამარჯვებული პირი/პირები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური