„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.021029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგენიდან გამომდინარე, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი აღდგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი.“;

) 111  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი.“; 

ე) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი:

„191. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) მე-10 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 75 ლარი.“;

ვ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 პუნქტები:

„201. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი;

202. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების, ისტორიული გვარის აღდგენის, გვარის დადგენის), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/ დადგენიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების/აღდგენის/დადგენის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/დადგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 პუნქტები:

 „31. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის 170 აშშ დოლარი.

32. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის 170 აშშ დოლარი.“;

ბ) 92 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 და 94 პუნქტები:

„93. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.

94. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით  ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განაცხადის სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 დოლარი.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს საქართველოში, ანალოგიური მომსახურებისათვის ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული საფასურის შესაბამისად. მომსახურების საფასურის საქართველოში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარედგინება სააგენტოს, რომელიც ამას ატყობინებს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება ამ მუხლის 93 და 94 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდისას.“.

4.  მე-5 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მიღებული განცხადების საფუძველზე, სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების რეგისტრაციის და აქედან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/დადგენიდან/ კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 აშშ დოლარი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) მიღებული განცხადების საფუძველზე ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგენიდან გამომდინარე, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი აღდგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 250 აშშ დოლარი;“.

5.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფასურის, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის 384, 49-ე და 50-ე პუნქტებით, ასევე ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადახდა ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების დროის დაჯავშნისათვის ჯავშნის დადასტურებიდან ერთი საათის განმავლობაში გადაიხდება შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 50%, ხოლო განაცხადის რეგისტრაციისას – დარჩენილი 50%.“.

6.  მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე, გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, დაინტერესებულ პირს  უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობასა და ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის ოდენობას შორის.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაჯავშნისას გადახდილი საფასური მისი გაუქმების შემთხვევაში უკან არ ბრუნდება.“.

7.  მე-8 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ მოწმობის განმეორებით გაცემის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მომართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწმობის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ დამზადების მოთხოვნისას მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილი სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებების განხილვა ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში და წესით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2. დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილი სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებების განხილვისათვის გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასური, თუ დაჩქარებული მომსახურების გაწევა ვერ მოხდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 18 აპრილის №2149-IIს კანონით განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე.

3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა ხორციელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე განსაზღვრულ ვადებში და წესით.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე