„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (ა.ა.რ.ს.მ. № 11, 21.08.04) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან10დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით , უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.” .
2. მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს მთავრობის უფლებამოსილების ვადით;“.
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით;”.
4. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141
ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე).“.
5. მე-17 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს , მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლებსა და თანაშემწეებს მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს – მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით;“.
6. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მათ შორის , ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – მინისტრის უფლებამოსილების ვადით.“.
7. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ . ვარშალომიძე
ჩაქვი ,
2012 წლის 22 აგვისტო .
№ 178-უ.ს.რ.ს.