აქცაიათა გაყიდვების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეი”-ს

(„ABC ENTERPRISES S.A”)

 

განცხადება

 

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ

 

კომპანიას „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეი-ს” („ABC ENTERPRISES S.A”) ს/კ №32751B, მის.: ლოიალისტ პლაზა, დონ მაქეის ბულვარი, მარშჰარბორი, აბაკო,ბაჰამის კუნძულები, მისამართი საქართველოში: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქუჩა №2. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სააქციო საზოგადოება (სს)„ბორჯომის”  (ს/კ 226110874, მის.: ბორჯომის რაიონი, სოფ. ყვიბისი) აქციათა ყიდვის შესახებ კეთდება საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” 532 მუხლის შესაბამისად, რომლის მიზანიცაა დასახელებული კომპანიის მიერ სს „ბორჯომის” აქციათა შეძენა.

 

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

√ შემთავაზებელი ფლობს სს „ბორჯომის” მიერ გამოშვებულ 1,655.241 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცდაერთი) ცალ ჩვეულებრივი კლასის აქციას, რაც შეადგენს  სს „ბორჯომის” აქციათა საერთო რაოდენობის 93.23%-ს და სურს იყიდოს სს „ბორჯომის” აქციათა დარჩენილი 6.77%, რაც მოიცავს 120,238 (ას ოცი ათას ორას ოცდათვრამეტი) ფასიან ქაღალდს.

√ სს  „ბორჯომის”  აქციათა გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1 (ერთი) ლარს ერთ აქციაზე და ანალოგიურია იმ ფასისა, რაც კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზისეს. ეი-მ” გადაიხადა  სს „ბორჯომის” აქციათა შეძენისას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

√ აქციათა სამართლიანი ფასი, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნებისთვის, დადგენილია საბროკერო კომპანია სს „ბი ჯი კაპიტალის” (ს/კ №211359206) მიერ.

√ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2012 წლის10 სექტემბრიდან 2012 წლის 01 დეკემბრამდე.

√ განცხადებები აქციონერთაგან მიიღება 2012 წლის10 სექტემბრიდან 2012 წლის 01 დეკემბრამდე.

√ განცხადებები განიხილება 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 01 მარტამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

√ სს  „ბორჯომის” აქციათა დარჩენილი 6.77%-ის, ანუ 120,238 (ას ოცი ათას ორას ოცდათვრამეტი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი იყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.

√ კომპანია „ეი-ბი-სი ენთერპრაიზის ეს. ეი”-ს მიერ აქციათა შესყიდვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული აქციათა რაოდენობა იქნება სს „ბორჯომის” აქციათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1.8%-ისა, რაც ჯამში შეადგენს 31958,62 ფასიან ქაღალდს.

√ აქციათა შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

√ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.

 

აქციონერთა საყურადღებოდ:

აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებების მიღებას განახორციელებს კომპანია, „ეი-ბი-სი ენთერპრაიზიზ ეს. ეის” წარმომადგენელი საქართველოში კონსტანტინე მხეიძე, შემდეგი მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქუჩა 2, ტელ.: 2920319.