სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1151/ო
2012 წლის 24 ივლისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ 03“-ზე (მისამართი: თიანეთი, რუსთაველის ქ. №75 ) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია ” – სალიცენზიო მოწმობა № 001961).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის , ,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144)ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის დირექტორის განცხადება №57331, 20. 07. 2012წ.
სააგენტოს უფროსი გ . თვალავაძე