ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2012
ძალის დაკარგვა 12.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №168/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,724 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2012 მიღება
12.02.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.abzacixmlChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.mimgebixmlChar { font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 21.3pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №168/ნ-№373 2012 წლის 30-31 აგვისტო ქ. თბილისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის გაცემისა და გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ : 1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივი ბრძანება . 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. დეკანოიძე ა. ხეთაგური დანართი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი     მუხლი 1🔗. ვაუჩერის გაცემის საფუძველი 1. ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი (შემდგომში – ვაუჩერი) გაიცემა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის სრული ზოგადი განათლების დასაფინანსებლად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობის შესაბამისად არა უმეტეს 12 წლის განმავლობაში. 2. ვაუჩერის გაცემა ხორციელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გადაცემის გზით, სადაც სწავლობს მოსწავლე.     მუხლი 2🔗. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვაუჩერის გაცემის წესი 1. ვაუჩერის გაცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერი არ გაიცემა მოსწავლის მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესისა და ვადების დაცვით. 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლისგან მიიღოს ფინანსური სახსრები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება დროის იმ პერიოდის დაფინანსება, რომელშიც ამ წესის მე- 7 მუხლის შესაბამისად, მიმღებ დაწესებულებას არ ერიცხება სახსრები ვაუჩერის სახით. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოპტიმიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ვაუჩერი გადაეცემა ოპტიმიზირებული ან ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს. ოპტიმიზირებული ან ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის სხვა (არაუფლებამონაცვლე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაზე ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები.     მუხლი 3🔗. ვაუჩერის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) სამინისტროს წარუდგენს: 2.1. ინფორმაციას მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრულ დასახლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სრულ რაოდენობას, კლასში მოსწავლეთა რაოდენობას, სკოლის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობას (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის), სექტორს (რომელზეც ირიცხება მოსწავლე); 2.2. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კორექტირებულ ინფორმაციას. 2.3. ამ პუნქტის 2.1. და 2.2. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით: ა) ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე – 20 სექტემბრის მდგომარეობით; ბ) ყოველი წლის 1 თებერვლამდე – 25 იანვრის მდგომარეობით. 3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში შეჰყავს ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სრული რაოდენობის, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის, მოსწავლეთა მოქალაქეობის, სექტორის (რომელზეც ირიცხება მოსწავლე), პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შესახებ.     მუხლი 4🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვაუჩერული დაფინანსება 1. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის არარსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ზოგადი განათლების მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული ვაუჩერის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აღნიშნული ვაუჩერის შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე შეტანის შემდეგ ეს პირი მიიღებს სტანდარტულ ვაუჩერს. 4. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშზე სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სამინისტროში წარდგენა არის ამ პირზე სტანდარტული ვაუჩერის გაცემის საფუძველი. 5. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაზრდილი ვაუჩერის გაცემას სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის გამოკლებით ან დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ წესითა და „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული          ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი 1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამინისტროსგან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში შეჰყავს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. საინფორმაციო სისტემა აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით . 3. სამინისტრო ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვას განახორციელებს ავტორიზაციის გავლის შემდგომი თვიდან: ა) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში, შესაბამისი სასწავლო წლის 20 სექტემბრიდან, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 20 სექტემბრის შემდეგ ; ბ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 25 იანვრიდან, იმ შემთხვევაში , თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა სკოლამ მოიპოვა 25 იანვრის შემდეგ.     მუხლი 6🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული                    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი 1. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია დაფუძნებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრს): ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სრული რაოდენობა, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობა (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის), სექტორი (რომელზეც ირიცხება მოსწავლე). 2. რესურსცენტრი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს საინფორმაციო სისტემას. 3. საინფორმაციო სისტემა ვალდებულია რესურსცენტრიდან ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 4. სამინისტრო საჯარო სკოლისათვის ვაუჩერის გადარიცხვას განახორციელებს სკოლის დაფუძნების თვის ჩათვლით, მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ იყვნენ ბაზაში რეგისტრირებულნი და არ ერიცხებოდათ ვაუჩერი, ასევე მათ, ვისაც აღუდგათ მოსწავლის სტატუსი.     მუხლი 7🔗. ვაუჩერის გაცემა მოსწავლის მობილობისას, მოსწავლის სტატუსის შეჩერებისას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის შემთხვევაში 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის დროს ვაუჩერი მიმღებ სკოლას გადაეცემა: ა) 20 სექტემბრიდან, თუ მოსწავლე 25 იანვრის შემდგომ მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი; ბ) 25 იანვრიდან, თუ მოსწავლე 20 სექტემბრის შემდგომ მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი. 2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა მოსწავლე, უნარჩუნდება ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა: ა) 25 იანვრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 20 სექტემბრის შემდგომ; ბ) 20 სექტემბრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა 25 იანვრის შემდგომ. 3. მოსწავლის მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა შეუნარჩუნდება: ა) 20 სექტემბრამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა 25 იანვრის შემდგომ; ბ) 25 იანვრამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა 20 სექტემბრის შემდგომ.