ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №182
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ზოგადი განათლების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 220 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1;
ბ) სოფელი/დაბა – 1,5;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,8.
3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში – 220 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 330 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 396 ლარი.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინონ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი