ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2010 ძალადაკარგული 29.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№395

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კა­­ნო­ნის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლე ების რა­­ოდენობა განისაზღვრება 1-დან 160 მოსწავლის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სას­­წავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რ ა ოდენობის, სა­­ა­­თობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარ­ჯე­ბის გათ­ვალისწინებით;საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც სწა­ვ­ლე­ბას ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო სა­ჭი­რო­ებ­ის მქონე მოსწავლეთათვის,ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფი­ნან­სური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გა­მოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული საჯარო სკო­ლის სა­ჭიროებიდან გამომდინარე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნ­ქ­ტით გათვალის­წი­ნე­ბუ­­ლი საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოს­წავ­ლეზე გათვლილი ფი­ნანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლა­რის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისა­ზღვ­რე­­ბა:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209მოსწავლის ჩათვლით – 1,433-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით –1,3-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 1,283-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 1,233-ით;

ა.ე)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,166-ით;

ა.ვ)საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს–1,1-ით;

ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით–1,72-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით –­1,56-ით;

ბ.გ)საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლემდე– 1,54-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით –1,48-ით;

ბ.ე)საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,4-ით;

ბ.ვ)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 1,32-ით.

4.    ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტანდარტული ვაუჩერი განის ა ზღვროს ერთ მოსწავ­ლე­ზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესა­ბა­მი­სი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენ­ო­ბ­ით:

ა) საჯარო სკოლებისათვის,პირველიდან მე-8 კლასის ჩათ­­ვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209მოსწავლის ჩათვლით – 430 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით –390 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 385 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 370 ლარით;

ა.ე)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 350 ლარით;

ა.ვ)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 330 ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12კლასის ჩათ­ვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით – 516 ლარით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 468 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება300-დან449 მოსწავლის ჩათვლით – 462 ლარით;

ბ.დ)საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 444 ლარით;

ბ.ე)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ბ.ვ)საჯარო სკოლებისათვის,რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 396 ლარით.

5.    კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვ­როს 300 ლარით.

6.არაქართულენოვანი ს კოლებისათვის/სექტო­რე ბ­ის­ა­თვის გა­ზ­­­რ­დილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-4 პუნქტის „ა“და „ბ“ქვეპუნქტებით დადგენილი ვა­უ­ჩე­რის 0,08 კოეფიცი­ენ­ტ­ზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯა­­მ ით.

7.    საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარ­­­და, საბაზო დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი სახით, კერ­ძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნ­ქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 30 000 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ “ ქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000 ლარით.

მუხლი 2. „ნორმა­ტი­ული აქტების შესახებ “ საქართველოს კა­ნონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განა­თ­ლე­ბის და­საფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორ­­მატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდ­ე­ნ­ო­ბის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილება.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური