ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.01.2013 ძალადაკარგული 14.09.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და იმ საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.     

2. ამ დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190 მოსწავლის ჩათვლით – 1,35-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 191-დან 205 მოსწავლის  ჩათვლით – 1.333-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  206-დან 225  მოსწავლის  ჩათვლით – 1.317-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  226-დან 530 მოსწავლის  ჩათვლით – 1,3-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის  ჩათვლით – 1,283-ით;

ა.ვ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269  მოსწავლის  ჩათვლით – 1,267-ით;

ა.ზ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რაოდენობა აღემატება 1270  მოსწავლეს – 1,25-ით;

ბ) მე-9-დან  მე-12  კლასის  ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190 მოსწავლის  ჩათვლით – 1,62-ით;

ბ.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების  რაოდენობა განისაზღვრება 191-დან  205  მოსწავლის  ჩათვლით – 1.6-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 225  მოსწავლის  ჩათვლით – 1.58-ით;

ბ.დ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  226-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1,56-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1,54-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის  ჩათვლით – 1,52-ით;

ბ.ზ) საჯარო  სკოლებისათვის,  რომელთა  მოსწავლეების  რაოდენობა აღემატება 1270 მოსწავლეს – 1,5-ით.

4. ერთ  მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს  შემდეგი ოდენობით:

ა) საჯარო  სკოლებისათვის, პირველიდან  მე-8 კლასის  ჩათვლით:

ა.ა) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190  მოსწავლის  ჩათვლით – 405 ლარით;

ა.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 191-დან 205  მოსწავლის  ჩათვლით – 400 ლარით;

ა.გ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  206-დან  225 მოსწავლის  ჩათვლით – 395 ლარით;

ა.დ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  226-დან  530 მოსწავლის  ჩათვლით – 390 ლარით;

ა.ე) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  531-დან  735  მოსწავლის  ჩათვლით – 385 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რაოდენობა განისაზღვრება  736-დან 1269  მოსწავლის ჩათვლით – 380 ლარით;

ა.ზ) საჯარო  სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების  რაოდენობა აღემატება 1270  მოსწავლეს – 375 ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის,  მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190  მოსწავლის  ჩათვლით – 486 ლარით;

ბ.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 191-დან    205 მოსწავლის  ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  206-დან  225 მოსწავლის  ჩათვლით – 474  ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება   226-დან  530 მოსწავლის   ჩათვლით – 468 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან  735 მოსწავლის  ჩათვლით – 462 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება  736-დან 1269  მოსწავლის  ჩათვლით – 456 ლარით;

ბ.ზ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება  1270  მოსწავლეს – 450 ლარით.

5.  კერძო  სკოლებისათვის  ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ უცხოურ  ენებზე, არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი  მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით.

7. საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარდა, საბაზო დაფინანსება  განისაზღვრება შემდეგი სახით,  კერძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  ვაუჩერზე – 47 000 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  ვაუჩერზე – 45 000 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 43 000 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 39 000 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  ვაუჩერზე – 32 000 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  ვაუჩერზე – 25 000 ლარით;

ზ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  ვაუჩერზე – 10 000 ლარით.

8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით.

9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება და აგრეთვე დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:

ა) გაზრდილი  ვაუჩერი  მიიღება ამ დადგენილების  პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,1 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 1 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

ბ)  გაზრდილი  ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის  მე-4  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,15 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო  პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე)  რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

გ)  გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,24 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო  პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე)  რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  2013 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
მუხლი 2

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილება.

მუხლი 3🔗

დადგენილება  ამოქმედდეს  2013 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.09.2015.
როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 29.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.017173.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.09.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №9, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017173 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1830820/