„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.10.003.017173) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. 2013 წელს კერძო სკოლებზე გასაცემ ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი