„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ზოგადი განათლების დასა­ფი­ნ­ა­­ნ­სე­ბ­ლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მი­­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შე­სა­ხ­ებ“ სა­ქა­რთველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგე­ნი­ლე­ბა­ში (www.matsne.gov.ge, 30/01/2013,430210­0­0­0­.­10­.­003.­017­173)­ შეტანილ იქ­ნ­ეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25­-ე მუხლის მე-­2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზ­­ღვრება 1-­დან 169 მოსწავლის ჩათვლით და ,,ზოგადსაგანმანათლებლო და­წესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნ­ებ­ი­სა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გა­ნა­თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალი­სწი­ნე­ბუ­ლი საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნო­რ­მატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდე­ნო­ბ­ის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გა­თ­ვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გა­რდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისა­ზ­ღ­ვ­რე­ბა 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტა­ნ­დარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) პირველიდან მე-­8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 170­-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.4­-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 206­-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.38­-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 300­-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.37-­ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 531­დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-­ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 736­დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.32-­ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღე­მა­ტება 1269 მოსწავლეს – 1,3­-ით;

ბ) მე­9­დან მე­-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 170­დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.68­-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 206­-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.66­ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 300­-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.64­ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა გა­ნი­­საზღვრება 531­-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.62-­ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 736­დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.58­ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღე­მატება 1269  მოსწავლეს – 1.56­ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტა­ნდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი სა­ბა­ზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე­-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 170­-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 206­-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 414 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 300­-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 411 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­სა­ზღვრება 531­-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 736-­დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 396 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღე­მა­ტება 1269 მოსწავლეს – 390  ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე­9­დან მე­12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 170­-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 206-­დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 300­-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 492 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა გა­ნი­­საზღვრება 531­-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განი­საზღვრება 736-­დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 474 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღე­მა­ტება 1269 მოსწავლეს – 468 ლარით.

5. კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვა­უჩერი მიიღება ამ მუხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და­დ­გენილი ვაუჩერის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქა­რ­თუ­ლენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუ­ხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.13 კოეფიციენტზე გამრავლებით.

7. საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარდა, განისა­ზღ­ვ­რე­ბა საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე­-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსა­ზ­ღ­ვ­რულ ვაუჩერზე – 52000 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღვ­რულ ვაუჩერზე – 49000 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღვ­რულ ვაუჩერზე – 44000 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღ­ვრულ ვაუჩერზე – 38000 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღ­ვ­რ­ულ ვაუჩერზე – 33000 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღვ­რ­ულ ვაუჩერზე – 25000 ლარით.

8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფი­ნან­სე­ბ­ის გარდა,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მი­ერ დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა და­ფი­­ნანსება:

ა) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე;

ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლი­სუ­რი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ სე­რ­ტი­ფიცირებულ მასწავლებელზე;

გ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლი­სუ­რი ენ­­­ის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითო­ეულ სე­­­რ­ტიფიცირებულ მასწავლებელზე, რომელიც საქართველოს განა­თ­­ლე­ბი­­სა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ­მე­დი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­­რ­ის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქ­­ტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მა­­ს­წა­ვლებელს;

დ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმე­ნ­ტუ­ლი ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თი­თო­ეულ მასწავლებელზე;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართ­ვე­ლ­ოს საგნების თითოეულ მასწავლებელზე;

ვ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფ­­ლობელ იმ თითოეულ მასწავლებელზე, რომელიც ასწავლის შესაბამის სა­განს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლა­სე­ბში.

9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის მე­4 და მე­7 პუ­ნ­ქ­ტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამა­ტე­ბი­თი დაფინანსება და აგრეთვე დამატებითი დაფინანსების ოდენობას გა­ნ­სა­ზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

10. Ⴑაჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანი­ზა­ცი­ის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმინისტრა­ცი­უ­ლი შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:

ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუ­ნქტებით და მე­6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე­7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,13 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკო­ლე­ბ­ის რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცე­სი­სა­თვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 1 სა­ფე­ხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუ­ნქტებით და მე­6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე­7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,19 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკო­ლე­ბის რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ად­მინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცე­სი­სა­თვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 სა­ფე­ხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუ­ნქტებით და მე­6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე­-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო და­ფინანსების ჯამის 0,26 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკო­ლე­ბ­ის რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცე­სი­სა­თვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.

11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუ­ჩე­რი მიიღება ამ მუხლის მე­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე­6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე­7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“ ქვე­პუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების და მე-10 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვა­უ­ჩე­რ­ის ჯამის 0,03 კოეფიციენტზე გამრავლებით.

12. მაღალმთიან რეგიონებში არსე­ბული საჯარო სკოლებისათვის გაზრ­დი­ლი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-­4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუ­ნქ­ტე­ბ­ით და მე­6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე­7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფი­ნან­სე­ბის და მე-10 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრ­დი­ლი ვაუჩერის ჯამის 0,05 კოეფიციენტზე გამრავლებით.

13. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინან­სე­ბის გარდა,  გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქო­ნე მოსწავლის სწავლებისთვის - 4200 ლარი;

ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 8400 ლარი;

გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 12600 ლარი;

დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 16800 ლარი.“

2. 11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. 2013 წელს კერძო სკოლებზე გასაცემ ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გა­კ­ვე­თილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღი­რებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეც­ნ­იერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს საგან­მან­ა­თ­­ლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზო­გა­დ­საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე და­ს­­­წ­რების აღრიცხვის ჟურნალების მიღება­ჩაბარების აქტის საფუ­ძვ­ე­ლ­ზე.“.

მუხლი 2
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუ­ხლის შესაბამისად, ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პი­რ­ვე­ლი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი მუ­ხ­ლის მე-13 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელ­დ­ეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუ­ხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების პი­რ­ვე­ლი მუ­ხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი მუ­ხ­ლის მე-13 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი