განჩინება-კრედიტორთა სახელით კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ მიმართ.
2012 წლის 30 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა სს ,,კოლხური აბრეშუმის“კრედიტორებ ის: ლ. ენდელაძის, ნ. პარკაულის, ვ. მეშველიანის, ლ. ჯანჯალიას და სხვათა წარმომადგენელმა ალექსანდრე ჭანტურიძემ და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა მოთხოვნათა დაზუსტების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2012 წლის 11 სექტემბერს 15 :00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება :
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ . მაკარიძე